ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება

ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ხაზარაძის თქმით, “არალეგიტიმური, პროირანული და პროჩინურია”, ზეწოლა უნდა განახორციელოს.
მეტრეველის შეფასებით, ხაზარაძის განცხადების ქვეტექსტი, სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დღევანდელი ოპოზიცია მზადაა, რუსეთს სანქციები დაუწესოს, ომი დაიწყოს და რასაც უბრძანებს, ყველაფერი გააკეთოს.
: -მ უნდა განახორციელოს ზეწოლა ქართული ოცნების არალეგიტიმურ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები. სინამდვილეში რა იმალება ხაზარაძის ამ განცხადების უკან: ოპოზიცია, თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, გადასცენ საქართველოს ყველა წიაღისეული რესურსები ამერიკას. უფრო მოკლედ და გასაგებად – რამბალ კოშე ( ანუ ამერიკა ) თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო. აი, ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი