უკრაინამ ფრანგული „მირაჟების“ პირველი პარტია მიიღო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ცნობით, საფრანგეთმა ს მიაწოდა პირველი „მირაჟი 2000“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლის გადაცემაც 2024 წელს დაანონსდა.
„პირველი თვითმფრინავები უკვე ჩავიდა უკრაინაში“, — დაწერა ლეკორნუმ X-ზე, თუმცა თვითმფრინავების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
მინისტრის ცნობით, საფრანგეთი დაეხმარა უკრაინას პილოტების გადამზადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2024 წლის 6 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინას „მირაჟი 2000“ ტიპის თვითმფრინავებს მიაწვდიდა.
საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის ქვედა პალატის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთის საჰაერო ძალების კუთვნილი 26 „მირაჟი 2000“ ტიპის თვითმფრინავიდან უკრაინას 6 გადაეცემოდა.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა ეს რიცხვი.
გასული წლის აგვისტოში მიიღო უკრაინამ ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია.