8 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ყრილობას გაიმართება

შაბათს, 8 თებერვალს, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართება.
ღონისძიება თბილისში, თეატრი სახელოსნო 42-ში, 12:30-15:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეას აფუძნებს სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი, რომელიც, მათი თქმით, საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ შეიკრიბა.
„დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა. ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ ერთიანობით შეგვიძლია ცვლილებების მოტანა. 1917 წელს ეროვნული ყრილობის წევრებმა, მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, შექმნეს საერთო პლატფორმა, სადაც ხდებოდა საზოგადოების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.
დღეს საზოგადოებრივი ასამბლეა ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელებაა – ღია, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს:
· ერთობლივად მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
· დავძლიოთ მიმდინარე კრიზისი მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით;
· დავამკვიდროთ სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის მოდელი;
· მომავალში ავირიდოთ მსგავსი კრიზისები და შევქმნათ უკეთესი საზოგადოება;
· ეროვნული ყრილობა იქნება პირველი ნაბიჯი ამ ცვლილებებისკენ, სადაც თბილისი და რეგიონები ერთად იმსჯელებენ საერთო პრობლემებზე და იპოვიან საუკეთესო გამოსავალს.
დღესვე გაერთიანება ნიშნავს არა მხოლოდ არსებული კრიზისის გადაჭრას, არამედ დემოკრატიული მომავლის შენებას!“, – ნათქვამია საზოგადოებრივი ასამბლეის განცხადებაში.