“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით” – ელენე ყიფშიძე 100 წლის გახდებოდა – Marao

5 თე­ბერ­ვა­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ელე­ნე ყიფ­ში­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. მისი შთა­მო­მა­ვა­ლი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე დიდ ბე­ბი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნებს და მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.
“ლენა ბე­ბოს დღეა დღეს! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით. მიყ­ვარს იდეა შენი…” – წერს ნა­ტა­ლია.
ელე­ნე ყიფ­ში­ძე 1925 წლის 5 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1948 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი.
1948 წლი­დან იყო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. ქმნი­და ჰე­რო­ი­კულ დრა­მა­ტულ და კო­მე­დი­ურ სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც გამ­სჭვა­ლუ­ლი იყო დიდი ში­ნა­გა­ნი სით­ბო­თი, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბით, გულ­წრფე­ლო­ბით, უშუ­ა­ლო­ბით, მგზნე­ბა­რე ტემ­პე­რა­მენ­ტით. გა­მო­ირ­ჩე­ო­და მუ­სი­კა­ლო­ბი­თა და დიდი სცე­ნუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: ნუც­კია (მ. მრევ­ლიშ­ვი­ლის “ხა­რა­ტა­ანთ კერა“), ლილი (ვ. გა­ბეს­კი­რი­ას “გა­ზა­ფხუ­ლის დილა“), ვი­ო­ლა (უ. შექ­სპი­რის “მე­თორ­მე­ტე ღამე“), მაია (ვ. კან­დე­ლა­კის “მაია წყნე­თე­ლი“), სონა, კე­კე­ლა (“ძვე­ლი ვო­დე­ვი­ლე­ბი“), ფო­ფია (კ. ბუ­ა­ჩი­ძის “ეზო­ში ავი ძაღ­ლია“), მაგ­და (ო. ჩხე­ი­ძის “ვი­სია ვისი?!“), მარ­გო (ლ. რო­სე­ბას “პრე­მი­ე­რა“) და სხვ. გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: “ჩარი რამა“, “თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან“, “ბო­დი­ში, თქვენ გე­ლით სიკ­ვდი­ლი“, “ასი გრა­მი გამ­ბე­და­ო­ბი­სათ­ვის“ და სხვ. მო­ნა­წი­ლე­ობ­და რა­დიო და ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში. მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი.
“მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო? ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო. მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში” – იხსენებდა ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ლენა ყიფშიძის ბავშვობის მეგობარი ნუნუ ებანოიძე.
ელენე ყიფშიძე გარ­და­იც­ვა­ლა 2004 წელს 79 წლის ასაკ­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.
,,ეროსი რომ დაიღუპა, იმ საღამოს მასთან ვიყავი სახლში. ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო. მე ვერ დავრჩი, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და წამოვედი. გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…” – ასე იხსენებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თავისი უფროსი კოლეგის და მეგობრის, მსახიობ ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეს. ეს მოხდა 40 წლის წინ. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მაშინ 57 წლის იყო.
ამ ორი დიდი მსახიობის ცხოვრება ერთი ქალით იყო გადაჯაჭვული, ასევე დიდი მსახიობით – ელენე (ლენა) ყიფშიძით, რომელიც ეროსი მანჯგალაძის მეუღლე გახლდათ. ,,როცა 27 წლის ლენამ იმდროინდელი თბილისისთვის სკანდალური ნაბიჯი გადადგა და ქორწინების გარეშე გააჩინა ბიჭი, მასთან ერთად დაიბადა მითიც, რომ ზურა ეროსის შვილი იყო. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯეროდა კარგა ხანს. უფრო სწორად, არ იცოდა, ვინ იყო მამა, მართლა ეროსი თუ სხვა”, – წერს ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილი თავის ბლოგში…გაგრძელება