Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ფონიჭალაში 500 ჰა.-ზე საცხოვრებელი კომპლექსები და კომერციული ცენტრები აშენდება

Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია თავისი მოცულობით საქართველოს ისტორიაში რეკორდული იქნება. ინვესტიცია ორ ლოკაციას თბილისსა და გონიოს დაფარავს. თბილისში, ში, 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაზე მდიდარი საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული ცენტრები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ტერიტორია გამწვანებული და რეკრეაციული ზონებით თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება. გონიოში, პროექტი 250 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. აშენდება იახტ-მარინა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები და კომერციული ზონები.
„ორივე პროექტზე მუშაობა პარალელურად მიმდინარეობს. თბილისის პროექტი ფართობით უფრო დიდია და მისი გავლენა თბილისისა და რუსთავის ურბანულ განვითარებაზე ძალიან მაღალია. მეორეს მხრივ, გონიოს პროექტი დამატებით ტურისტულ მნიშვნელობას ატარებს და საქართველოსთვის საერთაშორისო მასშტაბით ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
ეს იქნება მრავალწლიანი პროცესი, რომელიც ეტაპობრივად მოიტანს დიდ ეკონომიკურ სარგებელს – შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას და გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“ – უთხრა „კომერსანტს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.