პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე წარდგენილი კანდიდატი, ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე დაამტკიცა.
პლენარულმა სხდომამ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება. სხდომამდე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ოთხივე წევრის მოსმენა გაიმართა.
ეროვნული ბანკის საბჭოში, არც ერთი ვაკანტური თანამდებობა აღარ რჩება.