ჩინეთის საგარეო უწყება – ღაზა პალესტინელებისაა, პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება არ შეიძლება

ღაზას სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს, – ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას ღაზას სექტორთან დაკავშირებით.
„ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება და მითუმეტეს, არ შეიძლება ის ჯუნგლების კანონის სამიზნე გახდეს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა.
მისი თქმით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.