პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ნებისმიერი სამი დეპუტატი შექმნის, თუ ის უპარტიოა ან თუ არჩევნებში წარმდგენი პარტიის რიგებს დატოვებს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა ინიციატივა, რომლის მიხედვით, არანაკლებ სამ დეპუტატს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნება.
პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ნებისმიერი სამი დეპუტატი შექმნის, თუ ის უპარტიოა ან თუ არჩევნებში წარმდგენი პარტიის რიგებს დატოვებს.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს იგივე სტატუსი გააჩნია, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს. სტრუქტურულადაც პოლიტიკური ჯგუფი ფრაქციის ანალოგიურია – მას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებისთანავე, პოლიტიკურ ჯგუფს ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილის შექმნიან. პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი არსებობს – “ხალხის ძალის“ სახით.
ორივე სუბიექტი აცხადებს, რომ ის საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ