– ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის უცხოელი აგენტების მიმართ – ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები ერთნაირი, აბსურდული „მესიჯებით“ საუბრობენ

ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული „მესიჯებით“, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, „მამუკა ხაზარაძისნაირი ადამიანები ვერ მალავენ, რომ უცხოელი აგენტები არიან და აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხოელი სუბიექტების ინტერესები“.
„მათ არ ადარდებთ არც ობიექტური ამერიკული ინტერესები, ეს არის „დიფ სთეითის“ ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე ისევე, როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით – ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთისა და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული “მესიჯებით”, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები“, – განაცხადა ირაკლი მ.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ განაცხადა, რომ “-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში“.
მისი თქმით, პანამას შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა -ს ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ