როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია

ეს ნიშნავს იმას, რაც აქამდე ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ ხოლმე – სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, ზეწოლა უნდა მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ხარ და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებია პრიორიტეტი, ეს უკვე მოღალატეობრივი პოზიციაა. „რაიმე ცუდი კი არ არის -ის რაიმე ინტერესში, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი.
როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ, შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუ ჰქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ: „ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა საქართველოში“ – აი, ეს არის მათი ამოცანა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!