თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, ხაზარაძესთან არიან ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ – ახლა თურმე საქართველო პროირანული ყოფილა

თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, ხაზარაძესთან არიან ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ – ახლა თურმე საქართველო პროირანული ყოფილა
თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-მა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დაიცვას შავი ზღვის რეგიონში.
ამასთან, ხაზარაძე ხელისუფლებას “არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმად” მოიხსენიებს. შარმანაშვილის განცხადებით, სწორედ ხაზარაძის პარტიაში არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობდა, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ბრიუსელში ჩივილით ხელი შეეშალა, ამასთან, ხაზარაძესთან არიან ისინიც, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ახლა კი, ისინი საქართველოს პროირანულს უწოდებენ.
“დადგა თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების საქმე, ისევ იგივე პერსონაჟები, რომლებიც, სხვათა შორის, ხაზარაძესთანაც არიან, მათ შორის, ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ, ისინიც მის პარტიაში არიან – გაიქცნენ ისევ ბრიუსელში და დაიწყეს ჩივილი იმაზე, რომ მოდით, არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ახლა, თურმე, საქართველო პროირანული ყოფილა. რომელიმე თქვენგანმა, ვისაც ნათელი გონება აქვს, რაც არ უნდა დაგავალონ, როგორ უნდა იფიქროთ, რომ საქართველო პროირანული ქვეყანაა?”- აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება