ტრამპმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერ სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა.
„ამ განკარგულებით ქალების სპორტთან ომი დასრულებულია“, – განაცხადა ტრამპმა.
ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებასაც იმ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ.