2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მომიტინგეების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებულ კანონმდებლობაზე, ასევე პარლამენტში „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომების საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ამის ფონზე აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეცვლილ მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, კარგა ხანია თქვენთან ერთად არ გვიმსჯელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
არჩევნების შემდეგ რომ ქვეყანაში რთული სიტუაციაა, ამას ხელისუფლება აცნობიერებს, მაგრამ არ ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიზისია. ხელისუფლების შტოები აგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ, ფაქტია, რომ რეალურად, არასრულფასოვანი, ერთპარტიული პარლამენტი გვყავს და ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა მართავს ქვეყანას.
პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადასული და ისიც ვნახეთ თუ რამდენად დრამატულად განვითარდა ქუჩაში გადმოსული პოლიტიკური პროცესი.
პროცესის დრამატულობაზე ისიც მიუთითებს, რომ თუ ცოტა ხნის წინ 53 მოქალაქე იყო დაკავებული, ახლა მათი რიცხვი გაზრდილია. სამართალდამცავების მიერ ნაცემთა და დაზარალებულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ რაც ახლა ქუჩაში ხდება, ძნელად შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური პროცესი.
თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობას?
– სამწუხაროდ, ჩემი ყველაზე დიდი შიშები მართლდება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სულ უფრო უახლოვდება სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეპრესიებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და რაც მთავარია, მმართველი ძალა უკან დახევას არ აპირებს. ასე თუ გაგრძელდა ჩვენ ადრე თუ გვიან, შემდგარ ავტოკრატიაში გავიღვიძებთ. სხვანაირად, ამ ყველაფრის შეფასება უბრალოდ შეუძლებელია.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები იმდენად მოწყვლად გარემოს შექმნის, რომ ნებისმიერი მიზეზით რაიმეს გაპროტესტება შეიძლება დევნის საფუძველი გახდეს, თუნდაც ვიწრო სოციალურ პრობლემატიკას ეხებოდეს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სულ უფრო უახლოვდება სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეპრესიებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და რაც მთავარია, მმართველი ძალა უკან დახევას არ აპირებს. ასე თუ გაგრძელდა ჩვენ ადრე თუ გვიან, შემდგარ ავტოკრატიაში გავიღვიძებთ
ფაქტია, რომ ხელისუფლების ხელში იქმნება რეპრესიული ბერკეტი რომელიც ნებისმიერ მისით უკმაყოფილო სუბიექტზე შეიძლება გავრცელდეს. მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია. ყოველივეს შედეგად კი მივიღებთ ისეთ მორჩილ საზოგადოებას, რომელსაც წართმეული ექნება თავისუფლების დიდი ნაწილი. ამის არ დანახვა არ შეიძლება.
რაც დღეს ხდება, მას ძნელად თუ დავარქმევთ პოლიტიკურ პროცესს. პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში მკვდარია და ეს შედეგი წლების განმავლობაში არსებულმა არა ჯანსაღმა პოლიტიკურმა გარემომ მოიტანა. არჩევნების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ხმებსა და პოლიტიკურ ინტერესებს რეალურად ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გამოხატავს სათანადოდ. პოსტ საარჩევნო პროცესებში ეს კარგად გამოჩნდა.
რაც დღეს ხდება, მას ძნელად თუ დავარქმევთ პოლიტიკურ პროცესს. პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში მკვდარია და ეს შედეგი წლების განმავლობაში არსებულმა არა ჯანსაღმა პოლიტიკურმა გარემომ მოიტანა. არჩევნების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ხმებსა და პოლიტიკურ ინტერესებს რეალურად ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გამოხატავს სათანადოდ. პოსტ საარჩევნო პროცესებში ეს კარგად გამოჩნდა
დღესაც, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პოლიტიკური აქტორების უმრავლესობა ფრუსტრირებულად გამოიყურება. ბოლო კვლევები აჩვენებს რომ ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაბალია, უკიდურესად დაბალია ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობაც. ეს იმის ფონზე რომ მოსახლეობაში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავაც ძალზე დიდია.
სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, ერთი მხრივ სასწორზე დგას საქართველოში დემოკრატიული პროცესის ყოფნა არ ყოფნის საკითხი და მეორე მხრივ მთლიანად ქართული პოლიტიკური კლასის მომავალი.
ერთპარტიული პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც ჩვენ უახლოესი კომუნისტური წარსულიდან გვახსოვს, ვერ იქნება დადებითი მოლოდინების ქონის საფუძველი. უფრო მეტიც, საერთოდ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას და სიმტკიცეს ეხება. სახელმწიფო აპარატი პირდაპირ პარტიასთან შეზრდილი ხდება, რაც ჩვენთვის ასევე სუფთად კომუნისტური გამოცდილებაა.
ერთპარტიული პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც ჩვენ უახლოესი კომუნისტური წარსულიდან გვახსოვს, ვერ იქნება დადებითი მოლოდინების ქონის საფუძველი… სახელმწიფო აპარატი პირდაპირ პარტიასთან შეზრდილი ხდება, რაც ჩვენთვის ასევე სუფთად კომუნისტური გამოცდილებაა
– 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო. პარლამენტს დაგეგმილი აქვს 8 კანონში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გამკაცრდება კანონები მათ წინააღმდეგ ვინც აქციებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ მას მიეცემა „ქვეყნის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა“.
საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს. გარდა იმისა, რომ კანონებში დაანონსებული ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ცვლილებების მიზანია საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაშინება და საპროტესტო ტალღის ჩახშობა.
იმ რეალობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, რამდენად ადეკვატურად იქცევა ხელისუფლება?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გამკაცრებული კანონებით შესაძლებელი იქნება საპროტესტო ტალღის ჩაქრობა და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა?
– ხელისუფლება იმდენად ადეკვატურად იქცევა, რამდენადაც გადაწყვეტილი აქვს რომ ძალაუფლების შენარჩუნების და განმტკიცების მიზნით არაფერზე უკან არ დაიხევს. ეს უკვე დიდი ხანია ჩანს. მზარდი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში ხელისუფლებაა, მათ შორის იმ შედეგებზე რაც ამჟამინდელ მოვლენებს შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.
ხელისუფლება იმდენად ადეკვატურად იქცევა, რამდენადაც გადაწყვეტილი აქვს რომ ძალაუფლების შენარჩუნების და განმტკიცების მიზნით არაფერზე უკან არ დაიხევს
წამყვანი დასავლური ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტებისგან იზოლაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობები, ჩვენ ნაირ მცირე სახელმწიფოს კარგს არაფერს უქადის მომავალში.
უმთავრესი საკითხი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, არის ის, თუ რამდენად სურს დაუბრუნდეს იგი ერთ პარტიული მმართველობის რეალობას, მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი მანკიერებებით, რამდენად სურს ჩვენს საზოგადოებას დაიცვას თავისუფლება და მისი ფუნდამენტური უფლებები, ებრძოლოს უსამართლობას.
წამყვანი დასავლური ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტებისგან იზოლაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობები, ჩვენ ნაირ მცირე სახელმწიფოს კარგს არაფერს უქადის მომავალში
თუ ამ შეკითხვებზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ინდიფერენტული იქნება, მაშინ მოსალოდნელია რომ რეპრესიები წარმატებული იქნება და პროტესტი შეიძლება საბოლოოდ დამარცხდეს, თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე მარტივად არ დათმობს იმას, რისთვისაც არა ერთი ათწლეული უმძიმესი გამოწვევების გამოვლა მოუწია.
საკითხი, რომ გავამარტივოთ, არჩევანია საზოგადოების, სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და ავტოკრატიას შორის, რომელიც დიქტატურის ელემენტებსაც შეიცავს. რა გვინდა როგორც საზოგადოებას? საით მივდივართ? რას ნიშნავს თავისუფლება ჩვენთვის და რისთვის გვინდა იგი? რისთვის გვინდა სახელმწიფო?
არჩევანია საზოგადოების, სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და ავტოკრატიას შორის, რომელიც დიქტატურის ელემენტებსაც შეიცავს. რა გვინდა როგორც საზოგადოებას? საით მივდივართ? რას ნიშნავს თავისუფლება ჩვენთვის და რისთვის გვინდა იგი? რისთვის გვინდა სახელმწიფო?
კითხვები ერთი შეხედვით რიტორიკულიც არის, თუმცა რეალურად, მთლიანად საზოგადოებაც ვერ აჩვენებს სათანადოდო სიმწიფეს ამ ყველაფრის გააზრებაში, თორემ ჩვენ არ დაგვიდგებოდა ასეთი მძიმე რეალობა.
– დამკვირვებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ – „აუცილებელია უმოკლეს ვადაში დიალოგის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აქციების მონაწილეთა ჩართულობით – თუ ასეთი დიალოგის ორგანიზება არ მოხერხდა, ქვეყნის პერსპექტივა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს“.
ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციასთან არანაირ დიალოგს არ აპირებს. ეგ რომ ნდომოდათ, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ არ მოხდებოდა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიასა და სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დიალოგს იმის გამო გამორიცხავს, რომ მათ „აგენტებს“ უწოდებს.
როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან ახალგაზრდებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა – „ჩვენ, ქართველები განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები – მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და დიალოგი“.
თუ „ქართული ოცნება“ დიალოგის წარმოებას იმათთან აპირებს, ვინც ქუჩის საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობას, გაუგებარია, აქციებში არამონაწილე ახალგაზრდებთან დიალოგს რა აზრი აქვს?
თუ დიალოგი უნდათ, რატომ არ ცდილობს ქუჩაში გამოსულ მსახიობებთან დიალოგში შესვლას? ან, თუნდაც, მზია ამაღლობელის გათავისუფლებაში თავისი წვლილის შეტანას?
– მე მივესალმებოდი ყაველაშვილის ასეთ განცხადებას, მაგრამ რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან ეს მიდგომა? სად არის კომპრომისის ძიება? მე ამას პრაქტიკაში ვერ ვხედავ. „საქმემან შენმაო“ ნათქვამია. დიალოგი ნამდვილად აუცილებელია, თუმცა ამისათვის უნდა შექმნას პირობები.
მინიმუმ უნდა განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. თორემ პასუხი თქვენს შეკითხვაზე ჯამში ჯერ ასე გამოიყურება, რომ დიალოგი როგორც ჩანს ხელისუფლების ინტერესებში არ არის. ჯერ საკმარისად მტკიცედ გრძნობს იმისთვის თავს, რომ დიალოგი სჭირდებოდეს. დიალოგი ვისთან? რატომ? როდესაც ერთის მხრივ ასე ახლოს არის პოლიტიკური ოპოზიციის, მთლიანად დამარცხებასთან.
მე მივესალმებოდი ყაველაშვილის ასეთ განცხადებას, მაგრამ რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან ეს მიდგომა? სად არის კომპრომისის ძიება? მე ამას პრაქტიკაში ვერ ვხედავ. „საქმემან შენმაო“ ნათქვამია. დიალოგი ნამდვილად აუცილებელია, თუმცა ამისათვის უნდა შექმნას პირობები
როდესაც მიზანი ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა, რა უფრო მიზან შეწონილია, დიალოგი, თუ ბოლომდე ოპონენტების დამარცხება და განადგურება? მე მგონი, ბოლო დღეებში დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, მანდატების მოხსნა პარლამენტში, მუქარა გასამართლებით და ა.შ, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს ამის საჭიროებას, ანუ ძალას მეორე მხრიდან რომელიც მას დიალოგს აიძულებდა.
შესაბამისად გვაქვს ის რეალობა რაც გვაქვს. თუ პოლიტიკური ველის ასეთი ძალისმიერი მოსუფთავებას ეძახის ყაველაშვილი მშვიდობიან თანაცხოვრებას, მაშინ ეს მშვიდობა ვერ იქნება მშვიდობა. ეს იქნება ძალმომრეობის გამარჯვება თავისუფლებაზე. ამიტომ დიალოგის პერსპექტივები ამ ეტაპზე სუსტია.
თუ პოლიტიკური ველის ასეთი ძალისმიერი მოსუფთავებას ეძახის ყაველაშვილი მშვიდობიან თანაცხოვრებას, მაშინ ეს მშვიდობა ვერ იქნება მშვიდობა. ეს იქნება ძალმომრეობის გამარჯვება თავისუფლებაზე. ამიტომ დიალოგის პერსპექტივები ამ ეტაპზე სუსტია
თუმცა, მისი აქტუალიზაცია პირველ რიგში მაინც საზოგადოების სიმტკიცეზე იქნება დამოკიდებული. საზოგადოების დასაცავია მისი უფლებები პირველ რიგში. თუ იქნება საზოგადოების მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტი შეიძლება დადგეს კომპრომისების დრო ხელისუფლების მხრიდან. ჯერ ეს მომენტი არ მოსულა როგორც ჩანს. პირიქით, ძალაუფლების კონსოლიდაციას ვუყურებთ. დაანონსებულია რეორგანიზაციები საჯარო სამსახურებში. მთელი სახელმწიფო აპარატის „მოჭიმვას“ ცდილობენ. სად არის აქ კომპრომისების დრო მათი გადმოსახედიდან? უფრო პირიქით.
თუ იქნება საზოგადოების მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტი შეიძლება დადგეს კომპრომისების დრო ხელისუფლების მხრიდან. ჯერ ეს მომენტი არ მოსულა როგორც ჩანს. პირიქით, ძალაუფლების კონსოლიდაციას ვუყურებთ
ის, რაც მზია ამაღლობელთან მიმართებაში ხდება, ან თუნდაც ავიღოთ ახლახან გარდაცვლილი ზამირ კვეკვესკირის ამბავი, რომელმაც ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ეს ყოველივე ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ღირებულებით პრობლემებს აჩვენებს, სათანადო ემპათიისა და თანაგრძნობის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს, რაც ჯამში თავის მხრივ აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ დღის წესრიგშიც. ჩანს რომ რეალური ადამიანური, სოციალური პრობლემები დიდი ხანია ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
პრობლემებს ვხედავ არა მარტო პოლიტიკურ კლასში მთლიანად, არამედ საზოგადოებაშიც
დღეს ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, სათანადო შესწავლის საგანი უნდა იყოს ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური დაკვირვებების კუთხითაც. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო პროცესის მომსწრენი ვართ. მე როგორც მკვლევარი, რომელიც წლებია სახელმწიფოს უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის, ვალდებული ვარ ამ ყველაფერზე ღიად ვისაუბრო, პრობლემებს ვხედავ არა მარტო პოლიტიკურ კლასში მთლიანად, არამედ საზოგადოებაშიც.
– ვიცით, რომ მალე პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც 6 თვე იმუშავებს და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში საქმიანობას პოლიტიკურად და სამართლებრივად შეაფასებს.
ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს მოისურვა, როგორც ამბობენ „ნაციონალების დასრულება“. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელისუფლებაში მმართველობის სხვადასხვა დონეებზე „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ პორტირებული იმდენი პერსონაა, უკვე ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ვინაა.
არადა, ახლა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმ პოლიციელთა საქმეების გამოძიებას ითხოვს, ვინც აქციებში უამრავი მოქალაქე სცემა და დააზიანა, მაგრამ, ვნახეთ, რომ საპოლიციო ოპერაციების ხელმძღვანელები, ვინც ამ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას, „ღირსების ორდენებით“ არიან დაჯილდოებული.
რა გავლენას იქონიებს ერთპარტიული პარლამენტის მიერ „ნაციონალების“ საქმიანობის პოლიტიკური და სამართლებრივი“ შეფასება?
– ძალიან ძნელია დღეს ამ ყველაფერზე სერიოზული მსჯელობა. თუ ვინმეს საქმიანობა და პოლიტიკური მოღვაწეობა კითხვის ნიშნებს აღძრავდა და ამის საბაბი თავის დროზე ნამდვილად იყო, საკმარისზე მეტი დრო არსებობდა იმისთვის, რომ სათანადოდ გამოყენებულიყო და შესაბამისი შეფასებაც მისცემოდა იმ დანაშაულებს ვთქვათ, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.
დღეს პარტიების აკრძალვაზე საუბარი, მითუმეტეს ასეთ დისკრედიტირებული სასამართლოს პირობებში, მხოლოდ პოლიტიკურ დევნას ემსგავსება. ვინ იყო „ნაცი“ და ა.შ. ამის გარკვევა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალზედ გაჭირდება. თუ ამდენი წელი ხელისუფლება ვერ ახერხებდა დამნაშავის სამართლიანი სასამართლოთი დასჯას, ეს ვისი სისუსტეა? ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? ხელისუფლება ხომ არა?
პარტიების აკრძალვაზე საუბარი, მითუმეტეს ასეთ დისკრედიტირებული სასამართლოს პირობებში, მხოლოდ პოლიტიკურ დევნას ემსგავსება
დაანონსებული მექანიზმი, რომელმაც უნდა „შეისწავლოს“ „ნაციონალების“ მოღვაწეობა დღევანდელ პირობებში, ვერ დატოვებს ობიექტურობის განცდას საზოგადოებაში, მაშინ როდესაც სახელმწიფო აპარატი, პოლიცია და სასამართლო ასე დაუფარავად არღვევს ადამიანების უფლებებს და მომკითხავი არავინ ჩანს ამ ყველაფრის.
თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაციონალების“ აკრძალვის მერე ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გაჩნდება, მათ მინდა ვუთხრა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი დისკრედიტაცია უკვე მოხდა, მათ ვერ აჩვენეს სათანადო პოლიტიკური უნარები.
თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაციონალების“ აკრძალვის მერე ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გაჩნდება, მათ მინდა ვუთხრა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი დისკრედიტაცია უკვე მოხდა, მათ ვერ აჩვენეს სათანადო პოლიტიკური უნარები
ამიტომ, ოპოზიციური ველის გასუფთავებას არ სჭირდება არავის აკრძალვა, ეს ბუნებრივადაც ხდება ჩვენს თვალ წინ.
– გასული წელს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი -„26 ოქტომბრის არჩევნებმა გვანახა, რომ დღეს საქართველო ერთპარტიული ავტორიტარული მმართველებისკენ განუხრელად მიილტვის და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მხოლოდ გაძლიერდება. ანტი დასავლური პროპაგანდა არ ჩერდება და ნათელია, რომ უპირველესი მიზანი მმართველი გუნდისათვის, ძალაუფლების შენარჩუნებაა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ყოფნა არ ყოფნის საკითხი“.
იმავე ინტერვიუში გამოთქმული გაქვთ ეჭვი, რომ „ევროკავშირმა საგანგებო მისიით ვინმე გამოგზავნოს.“ ამის პარალელურად მოხდა ის, რომ ევროპის საბჭოს ასამბლეამ მხოლოდ დროებით, აპრილამდე ცნო ევროპის საბჭოში საქართველოს მმართველი გუნდის დელეგაციის უფლებამოსილება, თან იმ პირობით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქციებზე დაკავებულებს გაათავისუფლებდა და ახალ არჩევნებს დანიშნავდა.
„ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თქვა, რომ არჩევნების დანიშვნის თემა, მათთვის „წითელი ხაზია“ და თავად შეწყვიტა ევროპის საბჭოში თავისი საქმიანობა.
წინა ინტერვიუში თქვენ ასე ამბობთ – „ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები წარსულის მცდელობების გამეორებას, თუ ეს მოხდა, ჩემი შეფასებით, ევროკავშირისათვის ეს ფატალური შეცდომა იქნებოდა“.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ევროკავშირიც გაკვირვებულ წილად დაბნეული ჩანს, რადგან, მას არ ჰქონია შემთხვევა, როცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზე პრინციპულ უარს ამბობდეს ისეთ საკითხებში, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია.
ფაქტია, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების შეზღუდვების პოლიტიკის გატარების გზას დაადგა. ამის გამო უხერხულობა „ქართული ოცნება“ არ ეტყობა და აგრძელებს მტკიცებას, რომ მას ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს. აშშ-თან ურთიერთობის საკითხი ცალკე სასაუბრო თემაა და ჩვენ მას აუცილებლად შევეხებით.
სავარაუდოდ, თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?
– აშკარაა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება დასავლეთთან სრული კონფრონტაციის შესახებ ეს ბევრ რამეში იგრძნობა.
ევროკავშირთან, ისევე როგორც, ზოგადად დასავლეთის მიმართ არსებული „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა. ამ რეალობაში ევროკავშირი აღარ შეეცდება რაიმე მექანიზმი შემოგვთავაზოს პოლიტიკური დიალოგისთვის, როგორც ეს წარსულში მოხდა, დაპირისპირება ძალიან გაღრმავებულია და თან ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაციაც არ იძლევა ჯერ ამის საშუალებას.
ევროკავშირთან, ისევე როგორც, ზოგადად დასავლეთის მიმართ არსებული „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა. ამ რეალობაში ევროკავშირი აღარ შეეცდება რაიმე მექანიზმი შემოგვთავაზოს პოლიტიკური დიალოგისთვის, როგორც ეს წარსულში მოხდა, დაპირისპირება ძალიან გაღრმავებულია და თან ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაციაც არ იძლევა ჯერ ამის საშულებას
იმის მაგივრად, რომ ყველაფერს ვაკეთებდეთ ევროკავშირი გაწევრიანებისათვის, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს უახლოეს პერიოდში. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ გაწევრიანების გზაზე ჩვენს წინ არსებული მექანიზმები იმდაგვარი რეფორმების გატარებას მოითხოვს, რაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის ხარისხს გაზრდიდა ქვეყანაში, რასთანაც ყოვლად შეუსაბამოა ერთ პარტიული მმართველობა. დღეს არსებულ მმართველ ძალას, აღნიშნულ გზაზე სიარული გამოაცლიდა კონტროლს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც მისი ძალაუფლების საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ქართული ოცნებისათვის“ შეუთავსებელია.
იმის მაგივრად, რომ ყველაფერს ვაკეთებდეთ ევროკავშირი გაწევრიანებისათვის, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს უახლოეს პერიოდში. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ გაწევრიანების გზაზე ჩვენს წინ არსებული მექანიზმები იმდაგვარი რეფორმების გატარებას მოითხოვს, რაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის ხარისხს გაზრდიდა ქვეყანაში, რასთანაც ყოვლად შეუსაბამოა ერთ პარტიული მმართველობა
ამ ყველაფრის მერე, რუსეთი იქნება თუ ვინმე სხვა ავტოკრატიული მეზობელი, ბუნებრივად სიტუაციური მოკავშირე ხდება ხელისუფლებისათვის. ამ ყველაფერს ეწირება აქამდე არსებული საგარეო პოლიტიკური კურსი. მე ვფიქრობ, რომ გლობალური გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია ამ ყველაფერში მხოლოდ როგორც პროპაგანდისთვის საჭირო რიტორიკის ელემენტი ისე გამოიყენება.
ბუნებრივია, რაციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში, იგივე რუსეთთან მიმართებაში აუცილებელია და მისასალმებელიც არის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ნგრევის გასამართლებად.
სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებულად წაართვა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების და რისკების საკითხი ოპოზიციას, ისე რომ ოპოზიციამ ვერ მონახა გზა, როგორ შეიძლებოდა რუსეთის საკითხზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
ბუნებრივია, რაციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში, იგივე რუსეთთან მიმართებაში აუცილებელია და მისასალმებელიც არის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ნგრევის გასამართლებად
რუსეთის დილემა რომ არსებობს საგარეო პოლიტიკაში, ეს ცხადზე ცხადია, თუმცა ამაზე საუბარი მთლიანად „ქართული ოცნების“ პრეროგატივად დარჩა, რასაც დღემდე წარმატებით იყენებს და მეორე მხარე ვერაფერს უპირისპირებს ჯერ-ჯერობით.
ჯამში კი, იქ სადაც ადამიანი არ წარმოადგენს უმთავრეს ღირებულებას, არ არის სამართალი და იმდაგვარი სისტემის მშენებლობა ხდება რაც თავისი არსით, თავისუფალ ადამიანს ებრძვის, ვერანაირი საგარეო პოლიტიკური არგუმენტებით ვერ იქნება ეს გამართლებული.
– აშშ-ში ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ იყო მოლოდინი რომ ბევრი რამ ნამდვილად შეიცვლება საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ, ბევრი რამ, რაზეც ტრამპმა განცხადებები აკეთა, ისე მარტივად გადასაწყვეტი არ ყოფილა.
მალე გაირკვა, რომ კანადას და მექსიკას არავითარი 25%-იანი ტარიფები არ დაუწესდება. 10% -იანი ტარიფი ნამდვილად დაუწესდება ჩინეთს.
კანადასა და მექსიკაზე ტრამპის ხმაურიანი განცხადებების მედეგ კანადის პრემიერმაც და მექსიკის პრეზიდენტმაც სატელეფონო ზარებით მოაგვარეს ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტთან და კმაყოფილებიც დარჩნენ.
იგივე მოხდა USAID-თან დაკავშირებითაც. ჯერ იყო ტრამპმა USAID-ზე თქვა, იქ „შეშლილი რადიკალები“ მუშაობენო, მისმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ილონ მასკმა ამ თემაზე დაამატა – „USAID ჭიების გორგალიაო“, მაგრამ საბოლოოდ ვნახეთ, რომ USAID სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადადის და მას სახელმწიფო მდივანი რუბიო უხელმძღვანელებს.
არც აშშ-ს მხრიდან ევროპასთან სავაჭრო ომის დაწყება აღმოჩნდა ისე მარტივი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. თუმცა, უკვე ჩანს, რომ ევროპასა და აშშ ბევრ საკითხში ექნებათ უთანხმოება, განსაკუთრებით უკრაინის საკითხში. თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
რას შეიძლება ნიშნავდეს ის, თუ რა განცხადებებს აკეთებს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და შემდეგ, რეალურად, როგორ წყდება ეს საკითხები?
– USAID (United States Agency for International Development) შეიქმნა 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მიერ. მისი ძირითადი მიზნებია: საერთაშორისო განვითარების დახმარება, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, დემოკრატიისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა მსოფლიოში ორგანიზაცია მუშაობს სიღარიბის შემცირებაზე, ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, განათლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჯამში ეს ყველაფერი ამერიკის ეწ. „რბილი ძალის“ გავრცელებას უწყობს ხელს მთელს მსოფლიოში.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ საუბარი USAID ის გაუქმებაზე ნაკლებად სავარაუდოა. ასეთ ეფექტურ ინსტრუმენტზე უარს არ იტყვის აშშ. მოსალოდნელია, რომ ბოლო გადაწყვეტილებების შედეგად, გადაიხედება ის პროგრამები, რომლებიც მიმართული იყო ეწ. “Woke” და მემარცხენე ხასიათის ინიციატივების დაფინანსებისა და მხარდაჭერისკენ, რომელთაც ტრამპის ადმინისტრაცია ყველა დონეზე უპირისპირდება მოსვლის პირველ დღიდან.
დარწმუნებული ვარ საუბარი USAID ის გაუქმებაზე ნაკლებად სავარაუდოა
დანარჩენს საკითხებს რაც შეეხება, როგორც ჩანს დონალდ ტრამპი მისთვის ჩვეული „ვაჭრობის?“ სტილში ცდილობს სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას საერთაშორისო აქტიორებისგან, მათ შორის სამეზობლოშიც.
ფაქტია, რომ ამერიკას სახმელეთო საზღვრებზე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, განსაკუთრებით მექსიკასთან და წლების განმავლობაში ეს სერიოზულ თავის ტკივილს წარმოადგენს.
ამასთან ერთად ეს ყველაფერი საემიგრაციო პოლიტიკასთანაც არის მჭიდრო კავშირში. ტრამპი ცდილობს, აიძულოს მექსიკა და ნაწილობრივ კანადაც ამ პრობლემების მოგვარებაში რეალურად ჩაერთოს. რა მეთოდებით ეს სხვა საკითხია. თუმცა ეს ტრამპისთვის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური საკითხია.
– ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადაწყდება, ანუ, შესრულდება ტრამპის მთავარი დაპირება უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე.
ტრამპის განცხადებით, – „ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს”. თუმცა, დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, – „თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.“ იგივე გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა რუბიომაც.
ამავე თემაზე ტრამპმა თქვა – „ჩვენ გვსურს შეთანხმება უკრაინასთან – ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ იშვიათ წიაღისეულს“.
ამ განცხადებაზე გერმანიის კანცლერის შოლცის პასუხი იყო საკმაოდ საინტერესო – „დახმარების სანაცვლოდ უკრაინისთვის იშვიათი მინერალების მოთხოვნა, ძალიან ეგოისტურია“.
ფაქტია, რომ აღარ ისმის ტრამპისგან უკრაინის დაცვის მექანიზმები. მეტიც, თუ ტრამპის განცხადებებს კარგად დავაკვირდებით უკრაინის თემაზე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ტრამპი უკრაინის საკითხში „პუტინისა და რუსეთის ნარატივებზეა გადასული“.
დამკვირვებელთა ნაწილი კი თვლის, რომ ტრამპის პოლიტიკამ რუსეთი შესაძლოა ძალიან დააზარალოს, მაგრამ, უმეტესობა ჯერ იხრება იმისკენ, რომ ტრამპი უკრაინის საკითხში რუსეთის მიმართ საკმაოდ დამთმობი იქნება. არადა, უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარების პირობის შესრულებას ყველა ელოდება.
ამ ეტაპზე, ამ თემაზე თქვენი აღქმა როგორია?
– უკრაინის საკითხის ირგვლივ არსებული სიტუაციის გასაგებად, ჩემი აზრით, უფრო ფართო კონტექსტს უნდა შევხედოთ.
მოგეხსენებათ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ და არა მარტო, აშშ-ს უმთავრეს მოწინააღმდეგედ საგარეო ასპარეზზე მიჩნეულია ჩინეთი. ტრამპის მხრიდან საუბარი პანამის, გრენლანდიის და კანადის შესახებ თითქოს მოულოდნელი იყო, თუმცა წმინდა გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისთვის ტრადიციული ხედვების გამოვლენაა ეს ყველაფერი და ჩინეთთან დაპირისპირების ჭრილში უნდა დავინახოთ.
მოგეხსენებათ ამ დაპირისპირების ორი უმნიშვნელოვანესი არე არის ტექნოლოგიური (აქვეა AI) და ეკონომიკური. ორივეში ძალიან დიდი მნიშვნელობის არის იშვიათ მეტალებზე და რესურსებზე წვდომის საკითხი, ამ მხრივ დღეს არსებულ ვითარებაში, ჩინეთს აქვს ათვისებული მსოფლიო მარაგების დიდი წილი, მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიც არის აფრიკა.
გრენლანდია ამ მხრივ წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს რესურსების, ხოლო პანამა ამ რესურსებით სარგებლობისათვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს ამერიკისთვის.
ამერიკული ხედვა მის გარშემო სივრცის, მისი გეოგრაფიის გამო ჩამოყალიბდა საზღვაო ძალის ძლიერების ჭრილში და ამის შესანარჩუნებლად მომავალში ჩრდილოეთის წყლებს, გრენლანდიას, პანამის არხს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და აქამდე არსებულ სხვა რეგიონებს სადაც ამერიკული ფლოტი ბაზირებს, აქვს და მომავალშიც ექნება უდიდესი მნიშვნელობა.
ამასთან ერთად. უკრაინაში მიმდინარე ომი ამ დიდი სურათის ნაწილია სწორედ. რუსეთის ნედლეულსა და რესურსებს, მისი პოლიტიკური გავლენის პარალელურად, ჩინეთისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ანუ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე პეკინი და მოსკოვი, სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ერთ ბანაკში იყვნენ. უკრაინაში რუსეთის სრული მარცხი, ან მისი როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური სრული ჩამოშლა, შეიძლება დიდი საჩუქარი იყოს პეკინისათვის და წინაპირობა იმის, რომ ისტორიულ ჭრილში მოსკოვი დიდი ხნით საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპულ ცივილიზაციას, რაც მიაბამს მას პეკინზე.
ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე პეკინი და მოსკოვი, სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ერთ ბანაკში იყვნენ. უკრაინაში რუსეთის სრული მარცხი, ან მისი როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური სრული ჩამოშლა, შეიძლება დიდი საჩუქარი იყოს პეკინისათვის და წინაპირობა იმის, რომ ისტორიულ ჭრილში მოსკოვი დიდი ხნით საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპულ ცივილიზაციას, რაც მიაბამს მას პეკინზე
ასეთი ტანდემის ჩამოყალიბება არის კი ვაშინგტონის ინტერესებში? ხომ არ აჯობებს მისთვის პეკინსა და მოსკოვს შორის გზები გაიყოს, ან პარიტეტი აღდგეს? თუ აშშ მომავალში დაიტოვებს მოსკოვთან დიალოგის და ურთიერთობების საშუალებებს, მაშინ უკრაინაში კრემლის განადგურება არ იქნება ამერიკის ინტერესებში. ასეთ ვითარებაში ვაშინგტონმა უნდა დაიტოვოს სავაჭრო ბერკეტები მოსკოვთან. დაპირისპირება ჩინეთთან ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ რა გზას აირჩევს აშშ ჯერ კიდევ გასარკვევია.
თუ აშშ მომავალში დაიტოვებს მოსკოვთან დიალოგის და ურთიერთობების საშუალებებს, მაშინ უკრაინაში კრემლის განადგურება არ იქნება ამერიკის ინტერესებში. ასეთ ვითარებაში ვაშინგტონმა უნდა დაიტოვოს სავაჭრო ბერკეტები მოსკოვთან. დაპირისპირება ჩინეთთან ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ რა გზას აირჩევს აშშ ჯერ კიდევ გასარკვევია
თუ ამერიკას უნდა ევროპიდან მაქსიმალურად გასვლა, ისე რომ უსაფრთხოებაზე უმეტესად ევროპამ თავად ზრუნავდეს, მაშინ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე უნდა შემცირდეს, ან ევროპა შეეცდება ამერიკის ყოფნა რეგიონში მეტ ნაკლებად შენარჩუნდეს აგრესიული რუსეთის ფონზე.
ამის კომპენსირება ევროპას საკუთარ თავდაცვაში გრძელვადიანი ინვესტიციის ხარჯზე თუ შეუძლია, რასაც დიდი რესურსები და დრო უნდა. ამერიკის ევროპიდან გასვლის საკითხის დასაბალანსებლად დასავლეთს მოუწევს უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე მექანიზმები შესთავაზოს, რომელიც ერთის მხრივ კიევს დააკმაყოფილებს და მეორე მხრივ ევროპის აღმოსავლეთ ფლანგს დაიცავს.
ამერიკის ევროპიდან გასვლის საკითხის დასაბალანსებლად დასავლეთს მოუწევს უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე მექანიზმები შესთავაზოს, რომელიც ერთის მხრივ კიევს დააკმაყოფილებს და მეორე მხრივ ევროპის აღმოსავლეთ ფლანგს დაიცავს
ამიტომ, უკრაინის საკითხის მოგვარება ახლა ბევრწილად იქნება დამოკიდებული ჩართული მხარეების დიპლომატიურ მაგიდასთან არსებული პოზიციების სიძლიერესთან და კონკრეტული ინტერესების ჭიდილთან, მათ შორის ევროპული შიდაპოლიტიკური საკითხების ირგვლივ.
კომპრომისი ყველა მხარიდან იქნება აუცილებელი. ამის ალტერნატივა, არის სრული, ან თითქმის სრული სამხედრო გამარჯვების მიღწევა, რაც უზარმაზარ რესურსებსა და ძალების კონცენტრაციას მოითხოვს ორივე მხარისგან, მათ შორის ამერიკისგანაც.
იქნება კი ამაზე ტრამპის ადმინისტრაცია თანახმა, რომელიც ევროპის თეატრზე რესურსების გამოთავისუფლების მომხრეა და მოუწოდებს ევროპელებს თვითონ იზრუნონ უსაფრთხოებაზე?
კომპრომისი ყველა მხარიდან იქნება აუცილებელი. ამის ალტერნატივა, არის სრული, ან თითქმის სრული სამხედრო გამარჯვების მიღწევა, რაც უზარმაზარ რესურსებსა და ძალების კონცენტრაციას მოითხოვს ორივე მხარისგან, მათ შორის ამერიკისგანაც
როგორც ვხედავთ, საკითხი კომპლექსურია და ის კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს და ბუნებრივია ეს ორ დღეში ვერ მოხდება. საუბრები უკრაინის რესურსების ამერიკის მხრიდან ათვისებაზე, მხოლოდ მომავლის პერსპექტივა უფროა.
– შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, გაუგებარია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ირიბად, უკრაინელ ხალხსა და მშვიდობაზე ზრუნვით, რუსეთს გულშემატკივრობს.
და ეს მაშინ, როცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების შემდეგ ჩვენ „რუსული მშვიდობა“ 1992-1993 წლების შემდეგ გვაქვს. 2008 წლის შემდეგ სტატუს-კვო შეცვლილია, რადგან მოსკოვმა საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
რამდენიმე დღის წინ სოხუმში ვიზიტად იმყოფებოდა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელსაც, როგორც ჩანს, აფხაზეთის კურირება დაევალა. ვიცით, რომ ბაბუშარის აეროპორტის მშენებლობა 2024 წლის მაისში დასრულდება. მანამდე სატესტო ფრენა ბაბუშარის აეროდრომში თებერვალში შედგება.
ქართული მხარე ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს. რა უნდა ვიფიქროთ, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, საქართველოს საჰაერო სივრცედ აღარ ვთვლით? თუ რაშია საქმე?
– უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთს უწევს მისი საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის ჩამოჩოჩება აღმოსავლეთით.
ეს ეხება საზღვაო პორტსაც ოჩამჩირეში. ამიტომ მისი პოლიტიკა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ ვფიქრობ კიდევ უფრო მომთხოვნი და მკაცრი იქნება. რაც შეეხება საქართველოს, დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში ვის იმედად ვრჩებით საერთაშორისო მხარდაჭერის კუთხით, იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩემთვის გაუგებარია.
დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში ვის იმედად ვრჩებით საერთაშორისო მხარდაჭერის კუთხით, იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩემთვის გაუგებარია
მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით ასეთი მძიმე პოლიტიკური კრიზისია და სახელმწიფო ინსტიტუტები თითქმის მოშლილია, რაიმე მწყობრი პასუხის მოლოდინი ამ ყველაფერზე ოფიციალური თბილისისგან მე ნაკლებად მაქვს.
საქართველო დღეს ყველა პარამეტრით, რეგიონის ყველაზე სუსტი რგოლია და ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი
