გამთენიისას ადმინისტრაციული წესით სამი სტუდენტი დააკავეს

ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს სამი სტუდენტი, აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე.

მეგობრების ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან მოთავსებული. მათთან ადვოკატები გუჯა ავსაჯანიშვილი და ბექა ხოხობაშვილი იმყოფებიან.

„პუბლიკას“ ნათია გაბრავა ეუბნება, რომ სტუდენტები ღამით თსუ-დან სეუ-ში უნდა წასულიყვნენ და დილის 4 საათისთვის იქ უნდა ყოფილიყვნენ. მისი თქმით, როცა ბიჭები არ გამოჩდნენ, მეგობრებმა ძებნა დაიწყეს. დაახლოებით, 6-ის წუთებზე მათი ტელეფონებიც გაითიშა, რის შემდეგაც ეჭვი გაჩნდა, რომ ისინი დააკავეს.

ნათია გაბრაძის თქმით, არ იციხ, სად და რატომ დააკავეს ახალგაზრდები. მათ შსს-სთან მხოლოდ დაკავების მუხლების გარკვევა შეძლეს.

„პუბლიკა“ ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან და ადვოკატებთან შეეცდება. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს