აშშ-ის თავდაცვის მინისტრი – პენტაგონი მზადაა, ღაზასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილოს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონი მზად არის ღაზას სექტორთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილოს, – Reuters-ი ინფორმაციით, ჰეგსეთმა ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„პრეზიდენტი მზადაა მოძებნოს ახალი და უნიკალური, დინამიკური გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც თითქოს გადაუჭრელი იყო. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი“, – განაცხადა ჰეგსეთმა.
მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ოთხშაბათს ადრე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ღაზას სექტორში აშშ-ის ჯარების განთავსებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…