ისრაელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს

ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში, ისრაელი უერთდება აშშ-ს და არ მიიღებს მონაწილეობას UNHRC-ის მუშაობაში, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გედეონ საარი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ ანგარიშზე წერს.
მისი მტკიცებით, UNHRC-ი ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და დემონიზაციას უწევს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას – ისრაელს.
“ეს ორგანო, ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ნაცვლად, ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე”, – წერს მინისტრი.
გედეონ საარი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიიღეს ასზე მეტი რეზოლუცია, რომელიც ქვეყანას გმობს.
“ეს წარმოადგენს საბჭოში მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტს – იმაზე მეტს, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელას წინააღმდეგ ერთად. ისრაელი აღარ მიიღებს ამ დისკრიმინაციას!” – წერს მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…