-ის სამხედრო დახმარებაზე – ახალ პაკეტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ს ჯერ არ განუხილავს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სამხედრო მხარდაჭერა არ შემცირებულა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ამერიკული მხარდაჭერის შემცირება არ გვაქვს. არ შეჩერებულა, გრძელდება, რისთვისაც მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. რა თქმა უნდა, ახალ პაკეტებზე არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, -ის სამხედრო დახმარების მიწოდების შემცირება ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს დააზარალებს.
„უფრო სუსტები ვიქნებით და შევინარჩუნებთ თუ არა (მიწას) – დარწმუნებული არ ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Reuters-ის ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდება ში მიწოდება ცოტა ხნის წინ შეჩერდა და შემდეგ განახლდა ს ადმინისტრაციის მიერ ს მიმართ პოლიტიკის განხილვის ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს