“მე არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა არის ბინძური “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი –

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის თქმით, შორს არის იმ აზრისგან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების ყველა წევრი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს. წულუკიანი იმედოვნებს, რომ დემონსტრანტების ის ნაწილი, რომლებიც ახლა ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოადგენენ, იპოვიან საკუთარ თავში ძალას და დაიწყებენ იმისთვის მუშაობას, რომ მომავალშითანმიმდევრული პოლიტიკით ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“მე არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა არის ბინძური “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი. [მაგრამ] მე სტრასბურგში რაც ჩემი თვალით ვნახე რამდენიმე დღის წინ, ამ სიტყვას პირველად ვიყენებ, მაგრამ უკვე აღარ მერიდება, ეს არის ბინძურო ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქუჩაში ვინც არის და ჩვენ პროტესტს გვიცხადებს, არის ამ ბინძური ოპოზიციის მომხრე ან მიმდევარი.
სწორედ ისინი, ვინც არ არიან, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქიდან გამოიკვეთება რაღაც ძალა. პარტიული ცხოვრება ურთულესი ცხოვრებაა. მე ვყოფილვარ ისეთ პარტიაში, რომელიც ნულიდან აშენებდა ყველაფერს და ეს არის ურთულესი გზა. იმედი მაქვს ამ ძალას იპოვიან თავიანთ თავში და დაიწყებენ იმის შენებას, რასაც მომავალი სახელისუფლებო პარტია ჰქვია, ამას დრო, მოთმინება და რაც მთავარია, თანმიმდევრულობა სჭირდება. დღეს ასეა, ხვალ ისეა, პოლიტიკოსს ღუპავს,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი