,, მე ეს მაწუხებს, ვინ დაიჯერებს, ვინ არა, მაგრამ ძალიან მაწუხებს” – მზია ამაღლობელზე

,, მე ეს მაწუხებს, ვინ დაიჯერებს, ვინ არა, მაგრამ ძალიან მაწუხებს” – მზია ამაღლობელზე
თეა წულუკიანმა ,,ღამის კურიერში” მზია ამაღლობელის შესახებ განაცხადა:
“რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თუ მომავალში კანონი რომ იქნება მიღებული, ყველა მათ წინაშე უნდა იყოს თანასწორი და ეს თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს (ვინ დაიჯერებს, ვინ – არა, ეს არ არის საინტერესო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ) ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს. თუმცა, ერთია დღეს რომ გჯერა სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, მას ასე სჯეროდეს და იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის აუცილებლად მშვიდობიანად და არ დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი. მე ეს მაწუხებს, ვინ დაიჯერებს, ვინ არა, მაგრამ ძალიან მაწუხებს”

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა