ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში, მათი მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“, ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი არის ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი.
„ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“ და ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, რომ პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება,“- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა