ბრიტანელებმა უნიკალური თვითაღდგენადი ასფალტი შექმნეს – The Guardian

ბრიტანელმა მეცნიერებმა უნიკალური თვითაღდგენადი ასფალტი შექმნეს, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე, თავად ავსებს გზაზე გაჩენილ ბზარებს და ორმოებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ასფალტი შექმნილია მცენარეული სპორებით გაჟღენთილი ბიტუმისგან. გზის საფარის დაზიანების შემთხვევაში, სპორები გამოყოფს სპეციფიკურ ზეთს, რომელიც ბიტუმს არბილებს და ბზარებს ავსებს.
„ამ შემადგენლობის მქონე ასფალტის გამოყენება გზის ექსპლუატაციის ვადას 30%-ით გაზრდის და მილიონობით გირვანქა სტერლინგს დაზოგავს“, – თქვა დოქტორმა ხოსე ნორამბუენა-კონტრეასმა, სუონსის უნივერსიტეტის პროექტის მკვლევარმა.
ცნობისთვის, შარშან დიდ ბრიტანეთში რეკორდული 579 მილიონი ფუნტი დაიხარჯა დაზიანებული გზის გამო დაზიანებული მანქანების შესაკეთებლად, 2023 წელს ეს იყო 474 მილიონი ფუნტი.