მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ეუბნება ამერიკის ადმინისტრაციას, ქართული სახელმწიფოს ინტერესები არაფრად ჩააგდოთ, საქართველოზე მოახდინეთ ზეწოლაო

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, მის ამ პოზიციაში იკითხება ქვეყნის ღია ღალატი, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, , “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ -მა უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.
მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძე, თავის გუნდთან ერთად, გაყიდული ჯაშუშების ერთობას წარმოადგენს და საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს.
“აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში- ეს პოლიტიკური გზავნილი ს ეკუთვნის და ის ამ შინაარსით ადრესატამდე მივა თუ არა ამასთან დაკავშირებით მართალია დიდი კითხვის ნიშნებია, მაგრამ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, მის ამ პოზიციაში იკითხება ქვეყნის ღია ღალატი, რადგან ის პირდაპირ ეუბნება ამერიკის ადმინისტრაციას ქართული სახელმწიფოს ინტერესები არაფრად ჩააგდეთ და თქვენ თქვენი ინტერესები გაატარეთ, საქართველოზე მოახდინეთ ზეწოლაო.
ეს კაცი თავისი გუნდით არის უსამშობლო, გაყიდული ჯაშუშების ერთობა, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საქართველოში.
გამოძიებაც არ სჭირდება ამ და მათ მიერ გაჟღერებულ სხვა პოლიტიკურ მოსაზრებებს ყველა ერთად ქვეყნის ღალატის ისეთი უტყუარი ფაქტების ერთობლიობაა.” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ