გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას “ასამართლებენ იმ კანონით, რომელიც არ არსებობს”.
ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის”.
ასევე, მან თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები და დაინიცირებული კანონპროტექტები “ერთი ერთში იანუკოვიჩის დიქტატორულ ცვლილებებს იმეორებს”.
“მიზანი თუ არის, რომ ჩვენ ვიყოთ იზოლირებული, მსოფლიოსგან ჩამოშორებული, გაუბედურებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის სრულად გიჟურ და წარმოუდგენელ ოცნებებს, არ მგონია, რომ ეს თქვენი შვილებისა და თქვენი ოცნება იყოს.
სადამდე უნდა გაგრძელდეს, სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს ამას ბოლო? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ დღეს რომ ჩვენ დაგვიჭერენ, ხვალ ათი იმდენი ადამიანი არ გამოვა? ეს ხო არ დასრულდება ასე. ეს ხომ ზამბარაა, რომელსაც თქვენ წელავთ და ზამბარას ერთი გზა აქვს, როგორც კი ხელს გაუშვებ, ის უკან გიბრუნდება და გხვდება შენ. [..]
მე არ ვაპირებ აქ ჩემზე ლაპარაკს. როგორ უნდა ვილაპარაკო ჩემზე? ჩვენ მაინც ნორმალურად ვართ, მზია ამაღლობელი უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის, თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ ამ თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება. ამიტომ, ეს ბრძოლა არ გაჩერდება და ვერ გაჩერდება. ღმერთმა ნუ ქნას რომ გაჩერდეს, მაშინ საქართველო აღარ იარსებებს. მეოთხე თუ მეხუთე პატიმრობაა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. კიდევ რომ ციხეში მივდიოდეთ, შეგნებულად მივდივართ ამაზე იმიტომ, რომ აქ აღარ არსებობს მეგობრებო შიში, რისი შიში უნდა იყოს? აგერ, მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? არ გამოვა ეს ასე. ამიტომ, რომ მიხვალთ სახლში, დაფიქრდით, მიზანი რა არის ამ ყველაფრის და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. საქართველოს ისტორია, როცა გადმოხედავს ამ დღეებს, ასე დაიწერება: „შავი დღეები იდგა საქართველოში”. დარწმუნებული ვარ მაინც, რომ გავიმარჯვებთ და ასეთი მარაზმი დასრულდება ამ ქვეყანაში. თავისუფლება მზია ამაღლობელს”, – თქვა უგულავამ.
***
გიგი უგულავა, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.