ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ულოცავს.
„გადავწყვიტეთ, მოლდოვასთან და უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები გაგვეხსნა, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. გილოცავთ“, – წერს იგი X-ზე.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე:
· “გილოცავ, საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში
· ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს