თეთრ სახლში ვიზიტის დროს ნეთანიაჰუმ ტრამპს ოქროს პეიჯერი აჩუქა

თეთრ სახლში ვიზიტის დროს ნეთანიაჰუმ ტრამპს ოქროს პეიჯერი აჩუქა
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ს პრემიერმინისტრმა -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერთი ოქროს და ერთი ჩვეულებრივი პეიჯერი აჩუქა ისრაელის მიერ ლიბანში მოწყობილი “პეიჯერების ოპერაციის” სამახსოვროდ.
საჩუქრის მიღების შემდეგ ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ „ეს დიდებული ოპერაცია იყო”.

თავის მხრივ, ტრამპმა ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს გადაღებული მათი ერთობლივი ფოტო აჩუქა, წარწერით: „ბიბის, დიდებულ ლიდერს“.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ.