„ერთი წელში 7%-ით არის გაზრდილი იმ სუბიექტების რაოდენობა, რომელთა საბანკო ვალდებულებაც გადაცემულია ვალის ამომღებებისთვის“ – „კრედიტინფო საქართველო”

„კრედიტინფო საქართველოს” ბიზნესის განვითარების მენეჯერის თქმით, 2024 წელს ვადაგადაცილებული სესხების წილი საგრძნობლად არ გაზრდილა. მისი განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილბული სესხების მქონე სუბიექტების რაოდენობა 600-ით არის გაზრდილი. 2024 წლის ბოლო კვარტალის მონაცემებით კი 30-დღიანზე მეტ გადაცილებაში ჯამში 368370 სუბიექტის სესხია.
„დეკემბრის IV კვარტალის მონაცემებით, სულ ვადაგადაცილებაში, 30-დღიანზე მეტ ვადაგადაცილებაში მყოფი სუბიექტების რაოდენობა არის 368 370, ანუ ამდენ ფიზიკურ პირს ჰქონდა ვადაგადაცილება. დინამიკაში რომ შევხედოთ, ამ დროისთვის რაოდენობა 600 სუბიექტით არის გაზრდილი. რაც შეეხება პორტფელს, ანუ ვალდებულება, რაც ამ სუბიექტებმა უნდა გადაიხადონ დაახლოებით 8,4%-ით არის გაზრდილი. ერთი წლის განმავლობაში, 7%-ით არის გაზრდილი იმ სუბიექტების რაოდენობა, რომლის საბანკო ვალდებულებაც გადაცემულია ვალის ამომღებებისთვის. ის, თუ როგორ უნდა მოექცეს სესხის ამომღები მომხმარებელს ეროვნული ბანკის მიერ არის რეგულირებული და ეთიკის კოდექსის ნაწილია. ეროვნული ბანკი ამის მონიტორინგსაც ახორციელებს და ცდილობს, რამე გადახრა არ იყოს.
ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის ცნობები იმის შესახებ, რომ სესხი სასამართლომ ხანდაზმულად ცნო, ასე რომ თუ სესხი არსებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, გასაჩივრების შემდეგ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად იღებს და არაფერი შეცვლილა. იმის თქმა, რომ სასამართლო ვალის ამომღები ორგანიზაციების მხარეს იჭერს, არასწორია“,- აღნიშნა “კრედიტინფო საქართველოს” ბიზნესის განვითარების მენეჯერმა „ კომესანტთან“ ინტერვიუში.