ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ზურაბიშვილის ცნობით, ბრუნო ფუქსთან ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შემოღებულ კანონებზე ისაუბრა.
“სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან ბრუნო ფუქსთან.
მმართველი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შექმნილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები
საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ორთვიანი უწყვეტი პროტესტი და ხალხის ურყევი ნება იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის”, – წერია განცხადებაში.