ლაშა ჩხვიმიანი, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა შეწყვიტა.
“დავინახე საზოგადოების ერთობა და დიდი იმედით შევწყვიტე შიმშილობა. გაძლიერებულ დმანისელებთან ერთად ვუერთდები საერთო სახალხო პროტესტს”, – განაცხადა ჩხვიმიანმა.
ლაშა ჩხვიმიანი პროტესტის ნიშნად დმანისის მერიის წინ 7 დღე შიმშილობდა.