“ბეტისმა” ცენტრალურ მცველს ჯონი კარდოსოს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ამერიკელით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის “ტოტენჰემი” იყო დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში კარდოსომ ყველა ტურნირზე 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 20 მილიონი ევროა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/d2f0a0b805edca88aa482f5661b42337-V7fPeo-300x183.jpeg)