„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – ამ ლოზუნგით ევროპარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტში აქცია გამართეს

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!” – ამ ლოზუნგით ევროპარლამენტში ევროპარლამენტარების აქცია გაიმართა.
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორთან, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი იყო.
ევროპარლამენტარებს ადგილზე საქართველო დროშა ჰქონდათ მიტანილი და პლაკატები წარწერით: „Free mzia Amaghlobeli”.
ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 25-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით, ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა