ზაგრებში 2025 წლის სეზონის პირველი საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი – ზაგრების ღია პირველობა დაიწყო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იწყება 2025 წლის სეზონის პირველი საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი – ზაგრების ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც ჩაებმება.
ექვს წონით კატეგორიაში – 57, 61, 65, 70, 74 და 86 კილოგრამებში მოჭიდავეებმა, საქართველოს დროით 13:30 საათზე, საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრებში დაიწყეს ასპარეზობა.
ამ ექვს წონაში მედლები დღესვე გათამაშდება.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე ასპარეზობენ: რობერტ დინგაშვილი, ლუკა ღვინჯილია (ორივე 57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გოგა ოთინაშვილი, ნიკა ზაკაშვილი (65 კგ), გიორგი ელბაქიძე, ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ).

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია