უკრაინაში დეპუტატმა სხდომაზე ყუმბარები ააფეთქა – შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია

უკრაინაში, კარპატების ოლქში, კერეცკოვსკის სოფლის საბჭოს შენობაში, სხდომაზე დეპუტატმა ორი ყუმბარა ააფეთქა. შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 11:37 საათზე მიიღეს.
როგორც უჟგოროდის საკრებულოს დეპუტატმა ვიტალი გლაგოლმა განმარტა, აფეთქების დროს, სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხი განიხილებოდა.
გამოცემა Mukachevo.net-ის ცნობით, ყუმბარები სოფლის საბჭოს დეპუტატმა სერგეი ბატრინმა ააფეთქა, რომელიც პარტია “სლუგა ნაროდას” წევრია.
პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის დეპუტატი ოთახში, სადაც სხდომა მიმდინარეობს. ის თავიდან კართან დგას, ცოტა ხანს უსმენს და მერე, რიგრიგობით, ორ ყუმბარას შუა დარბაზში აგდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია