ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავს და აცხადებს, რომ ამისთვის ქვეყანამ ურთულესი გზა განვლო. მან, ასევე, საქართველოს პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ, ძნელ გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტატუსის მიღება ერთის მხრივ, როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, წინ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და მეორე მხრივ – ეს არის საქართველოს გამარჯვება, იმიტომ, რომ ამას როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, ვინც იყო აქტორი და გადამწყვეტი, ყველას, ჩვენს პარტნიორებს. ამავე დროულად, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინა განუსაზღვრელი სიბრძნე, უპრეცედენტო სიმტკიცე და გამჭრიახობა, სიბრძნე და ისინი დაუდგნენ საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას გვერდით. ამ სიმყარით, სიმტკიცით, ღირსებით და სიამაყით ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია