“ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას პარტიის ცენტრალურ ოფისში აღნიშნავს

“ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას პარტიის ცენტრალურ ოფისში აღნიშნავს – ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილის გუნდთან ერთად ადგილზე არიან მათი პარტნიორი პარტიები და პოლიტიკოსები.
“მინდა მივულოცო მოლდოვას და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად უკვე დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ, ჩვენი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ არის,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის .
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას და ქვეყანას, წლების წინანდელი, საფეხბურთო გუნდ “დინამოს” გამარჯვების ჰიმნით მიულოცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს