არგენტინის ახალი მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის ორი რუსული ვერტმფრენის Mi-171E-ის გადაცემის საკითხს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანურენოვანი ანალიტიკური ცენტრი Pucara Defensa ავრცელებს.
Pucara Defensa-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და არგენტინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ხავიერ მილეის შორის შესაბამისი შეთანხმება 10 დეკემბერს ბუენოს აირესში შედგა.
“მოლაპარაკებები ახლად მიმდინარეობს კომპენსაციის საკითხზე, რათა უკრაინას ვერტმფრენები გადაეცეს” – წერია Pucara Defensa-ს განცხადებაში.
ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, აშშ-მ არგენტინას შესთავაზა, რომ ვერტმფრენებისთვის საჭირო თანხის რეკალკულაცია მოგვიანებით მოხდეს, როცა არგენტინა დანიისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს.