49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. ბიურომ სესიის დღის წესრიგი აღნიშნული საკითხით დაამტკიცა.
პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მანამდე გაიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელმაც პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე 49 დეპუტატის განცხადება განიხილა, მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და საკითხს მხარი დაუჭირა.
პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დგას, არიან: – მარიკა არევაძე, , თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, , სოფია გოლეთიანი, , , თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, , მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, , , ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, , ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, , , ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.