ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანზე დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება

დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„მჯერა, რომ „მაქსიმალური ზეწოლა“ წარუმატებელი ექსპერიმენტია და მისი ხელახლა ცდა კიდევ ერთი მარცხით დასრულდება, როგორც ეს მისი პირველი ვადის დროს მოხდა“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, გუშინ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია აღადგინა.
კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს ირანზე „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა“ სანქციების სერიის მეშვეობით განახორციელოს, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება“, – განაცხადა ტრამპმა.