ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა – Reuters

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, უცხოეთში USAID-ის ყოველი პირდაპირი წესით დასაქმებული პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა. ამასთან, სააგენტოს ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, დიდი ალბათობით, -ში დაბრუნდებიან.
„პარასკევს, 2025 წლის 7 თებერვალს, გლობალურად, USAID-ის პირდაპირი წესით დაქირავებული პერსონალი გავლენ ადმინისტრაციულ შვებულებაში“, – წერია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აღარ ფუნქციონირებს.
იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მისიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ, მთავარი ხელმძღვანელები არიან და სპეციალურ პროგრამებზე მუშაობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ.
USAID-ის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 10,000-ს აჭარბებს, რომლის ორი მესამედიც უცხოეთში მომუშავე პერსონალია. სააგენტო მუშაობს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონულ მისიებში.