არალეგიტიმურმა პარლამენტმა 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
პლენარულ სხდომაზე ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრების მანდატების შეწყვეტა დაამტკიცეს.
ქართული ოცნების ე.წ. დეპუტატები ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.
“ჩემი მხრიდანაც დავამატებ, ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე”, – თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
პლენარულ სხდომამდე საკითხს არალეგიტიმური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგებს არ აღიარებენ, შესაბამისად, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს.