პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს.
პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.
