ტრამპმა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას გაეროს სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან თავისი ქვეყნის გამოსვლის შესახებ.
განკარგულების თანახმად, ვაშინგტონი გამოდის გაეროს ამ საბჭოდან, ასევე პალესტინელთათვის დახმარების მთავარი სააგენტოდან და უნდა გადახედოს გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში – იუნესკოში თავის მონაწილეობას.
დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს -ის მიერ გაეროს დაფინანსების საკითხის ფართო განხილვა.