ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, ქვემო ქართლის რეგიონი დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდება, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის რეგიონის მასშტაბით გამოყოფილია უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა