“ინდოეთიდან ვაპირებთ მაღალშემოსავლიანი მოგზაურების შემოყვანას“ – Concierge Tbilisi
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდეკერძო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის შესახებ საუბრობს, Concierge Tbilisi-ის წარმომადგენელი ნინო სხირტლაძე.
„ძალიან საინტერესო ბაზარია ინდოეთი,განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების კუთხით, რადგან გვინდა შემოვიყვანოთ უფრო მაღალშემოსავლიანი მოგზაურები, რომელიც მეტს დახარჯავს ჩვენს ქვეყანაში და ეს განავითარებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას, ვაპირებთ,რეგულარულად მივიღო მონაწილეობა მსგავს გამოფენებში. ძალიან მიხარია, რომ ღირსეული კომპანიები არიან ჩვენს პარალელურად წარმოდგენილნი და სწორ იმიჯს ვუქმნით საქართველოს და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე სოლიდურ გარიგებას გავაფორმებთ“,-განაცხადა ნინო სხირტლაძემ.
OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.