ჯო უილსონი – რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დავეხმაროთ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.
უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეხვედრის დროს განიხილეს, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი ს მიღწევაში დაეხმარონ.
„როჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – გიგი უგულავას მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება, ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე – თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!