ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე – თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ, მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს, ჩვენ ამაზე წავალთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელესკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე როგორ იგრძნობს თავს, სამშვიდობო სამიტის დროს პუტინის პირისპირ ჯდომა რომ მოუწიოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამისთვის მზადაა.
“თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკვე მზად არის “დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად”.
„თუ ხალხს სჯერა, რომ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და მე მჯერა, რომ მზად ვართ, მაშინ პუტინს დაველაპარაკებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?