ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ თანახმა იქნებოდა პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი.
მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების დაწყების მოლოდინის ფონზე დონალდ ტრამპთან, რომელსაც პირობა აქვს დადებული, დაასრულოს ომი სწრაფად, და რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის მესამე წლისთავის წინ.
ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ზელენსკის ინტერვიუ YouTube-ზე გამოქვეყნდა. შეკითხვაზე, თუ როგორ იგრძნობდა თავს, პუტინის წინ რომ იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ „თუ ეს ერთადერთი ვარიანტია, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს მშვიდობას მოუტანს და აღარ დავკარგავთ ხალხს, მაშინ, ცხადია ამ ვარიანტს დავთანხმდები,“ და დასძინა, რომ ის „ოთხ მონაწილესთან ერთად იქნება.“ მას არ დაუზუსტებია, ვინ იქნებიან ეს მონაწილეები, თუმცა მორგანმა მანამდე ილაპარაკა ოთხი ჰიპოთეზური მონაწილის – რუსეთის, უკრაინის, ევროკავშირის და აშშ-ის მოლაპარაკებაზე.
„მე მის მიმართ არ ვიქნები კეთილი, მას მტრად მივიჩნევ. გულწრფელად, რომ თქვა, ისიც მტრად მიმიჩნევს მე,“ – თქვა უკრაინის ლიდერმა.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხვა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა.
ბრძოლის ველზე ორივე მხარე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას მოლაპარაკების წინ, რომელიც ჰიპოთეზური რჩება. კიევს უჭირს რუსეთის ჯარების შეკავება და ზელენსკიმ კი აღიარა, რომ უკრაინას გაუჭირდება იმ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება, რომელიც რუსეთს დაუთმო.
„სამწუხაროდ, მხარდაჭერა, რომელსაც გვიწევენ ჩვენი პარტნიორები, არასაკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიებიდან პუტინი მთლიანად განვდევნოთ,“ – თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია