გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა – “პერსეპოლისი” “ალ ჰილალთან” დამარცხდა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ალ ჰილალთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გველესიანი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა.
19-19 ქულით ლიდერები „ალ ჰილალი“ და ალ ნასრი“ არიან, „პერსეპოლისი“ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა, ტურნირის პირველი ეტაპის ბოლო მატჩს 17 თებერვალს საკუთარ მოედანზე „ალ ნასრთან“ ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ალ ჰილალი – პერსეპოლისი 4:1
გოლები: 1:0 მალკომი (10), 2:0 კანსელო (25), 3:0 ალ დოსარი (38), 4:0 ალ დოსარი
(45+1), 4:1 გველესიანი (90, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში