სალომე ზურაბიშვილი – 8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა

8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება -ს განცხადებას, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან 8-ს ბრალდება შეეცვალა – გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
“2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 – მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”, – წერს ზურაბიშვილი.
„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა