მოსამართლემ გიორგი ქადაგიძე დარბაზიდან გაათავისუფლა – პროცესი გადაიდო

მოსამართლე ნინო ენუქიძემ სანაპიროზე, საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ქადაგიძემ კი რეპლიკის სახით განაცხადა: “რუსთაველზეც მოვასწრებთ”.
კერძოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით.
სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით სხდომის დაწყებისას მიმართეს, მათი თქმით, საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სჭირდებათ.
უფრო კონკრეტულად, ადვოკატ, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათ რამდენიმე წუთის წინ გადაეცათ საქმის მასალები, ამიტომ დრო სჭირდებათ, რათა -ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გაეცნონ, ასევ, მოიძიონ მოწმეები.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა