ნიკა გვარამია – ნიკა მელიას სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ ბრალს, რადგან უხსნიან იმუნიტეტს – ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ, ციხეშიც ვიყოთ

ჩვენი კოალიციის ლიდერებსაც, ს პირველ რიგში, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ ბრალს, რადგან უხსნიან იმუნიტეტს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, მ განაცხადა, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულების მოსანახულებლად იმყოფებოდა.
ნიკა გვარამიას თქმით, ბოლო თვის განმავლობაში პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების ნახევარმა ციხე გაიარა.
„მოგეხსენებათ, სამ პარტიას უხსნიან იმუნიტეტს, გახარიას პარტიის გარდა სამივე პარტიას. მე არ მაქვს იმუნიტეტი, მაგრამ დანარჩენებს, ნიკა მელიას პირველ რიგში იმიტომ, რომ ვნახეთ, დაკავებული იყო, ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერებსაც, ხვალ ასევე წარუდგენენ ბრალს.
ჩემი პარტიის ნახევარმა ამ თვეების განმავლობაში გაიარა ციხეში, ნაწილმა ადმინისტრაციულით, ნაწილმა სისხლით. საერთოდ ყველა ლიდერი იყო ციხეში ბოლო თვის განმავლობაში. ამ წუთში მარტო დიმა [დიმიტრი ბიძინაშვილი]. ჩვენთვის ეს ბრძოლა გასაგებია, რასაც უკავშირდება, ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ იმისთვის, რომ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა”, – განაცხადა გვარამიამ.